“Passengers“- 29 დეკემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში

16 დეკემბერს კინოთეატრ “რუსთაველში“ ფილმის „Passengers“ („მგზავრები“) დახურული ჩვენება გაიმართა.

ჩვენებას ქართული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმი “Passengers“ სათავგადასავლო, რომანტიკული დრამაა. მისი რეჟისორია მორტენ ტილდუმი.

ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, კრის პრატი, მაიკლ შინი და ენდი გარსია ასრულებენ. საგულისხმოა, რომ “როთთენ თომატოზე“ (ნომერ პირველი ონლაინ კინო საიტი, სადაც პროფესიონალი კინოკრიტიკოსები და უბრალო კინომოყვარულები აფასებენ ფილმებს) ფილმმა უამრავი დადებითი შეფასება მიიღო. “უცნაური ფილმია, თუმცა, მასში გამოხატული მთავარი საკითხები და დილემა საინტერესო და ჩამთრევია. გადადეთ პრობლემები გვერდზე, ღირს მოგზაურობა.“ – ასეთია შეფასებები. ცნობისთვის, მორტენ ტილდუმი გახლავთ ნორვეგიელი რეჟისორი და პროდიუსერი. მას საყოველთაო აღიარება მოუტანა ფილმმა “იმიტაციის თამაში“ (2014), რომელიც „ოსკარზე“ რვა ნომინაციაში წარადგინეს, მათ შორის როგორც საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. ახალი კინოსურათი საქართველოს კინოთეატრებში 29 დეკემბრიდან გამოჩნდება, ხოლო მსოფლიო პრემიერა 21 დეკემბერს გაიმართება.

Post Middle