#NBAVote Zaza Pachulia – ხმის მიცემა 20 საათზე იწყება

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია შარშანდელის მსგავსად ისევ All Star-ის ნომინანტია.

ხმის მიცემა დღეს, 25 დეკემბერს, საღამოს 20 საათიდან დაიწყება. 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია 1 ხმის მიცემა, სხვადასხვა საშუალებებით კი ჯამში 6 ხმის მოგროვება არის შესაძლებელი.

საკალათბურთო ასოციაცია რიგით 66-ე ყველა ვარსკვლავის მატჩის ღონისძიებას 19 თებერვალს, ნიუ ორლეანსში გაიმართავს.

Post Middle

NBA All Star თამაში ყოველწლიურად ტარდება, სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდი ეთამაშება დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელების გუნდს.

კალათბურთელების შერჩევის ახალი წესებით, გადაწყვეტილების მიღებაში 25 პროცენტი ჟურნალისტებზე მოდის, 25 პროცენტი კი მოთამაშეებზე.

ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემა შემდეგი წესებით შეგიძლიათ:

  • Facebook-ის საჯარო სტატუსში უნდა დაწეროთ: #NBAVote Zaza Pachulia
  • NBA აპლიკაციის მეშვეობით
  • NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციით
  • Twitter-ის ნებისმიერი tweet, retweet ან reply შემდეგი ჰეშთეგით #NBAVote Zaza Pachulia
  • Google Search-ში აკრიფეთ NBA Vote All-Star ან NBA Vote Golden State
  • Instagram-ზე დაპოსტეთ სურათი ან ვიდეო ჰეშთეგით #NBAVote Zaza Pachulia

წყარო