ALL STAR–ის შუალედური შედეგებით, ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა- ხმის მიცემის წესები

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და Golden State Warriors-ის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, All Star-ის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგებით, მეორე ადგილზეა.

ფაჩულიამ აღმოსავლეთ კონფერენციის მაღლებში 439 675 ხმა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე მისივე თანაგუნდელი კევინ დურანტი (541 209 ხმა) გავიდა.

ზაზა ფაჩულიას ჩამორჩებიან კავაი ლეონარდი (341 240), ენტონი დევისი (318 144) და სხვები.

Post Middle

გასული წლისგან განსხვავებით, ამჯერად “ყველა ვარსკვლავის” მატჩისთვის მოთამაშეებს გულშემატკივრების(50%) გარდა, კალათბურთელები(25%) და მედიის წარმომადგენლებიც(25%) აირჩევენ.

All Star 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება.

ხმის მიცემა შესაძლებელია nba.com/vote გვერდიდან, გუგლის საძიებო გვერდიდან, ტვიტერიდან და, რა თქმა უნდა, ფეისბუქიდან. დაპოსტეთ საჯაროდ დღეში ერთხელ #NBAVOTE Zaza Pachulia.

ქართველი კაპიტნის მეორე ადგილზე გასვლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია კალათბურთის გულშემატკივრებში, მათი ნაწილის აზრით ზაზა ფაჩულიამ მასზე გაცილებით ძლიერ კალათბურთელებს დაუმსახურებლად გაუსწრო, რომლებიც All Star-ში თამაშს უფრო მეტად იმსახურებენ.

ბუნებრივია საპირისპირო რეაქცია მოჰყვა ამ ფაქტს საქართველოში, ქართველი გულშემატკივრებს თვითრქმენა მოემატათ და ხმის მიცემას მეტი ენთუზიაზით შეუდგნენ.

 

წყარო