5 ნივთი, რომელიც ადამიანის კანისგან არის დამზადებული

1. დოლი – იან ზიზკა იყო ერთ-ერთი პირველი პროტესტანტი, რომელიც გამოირჩეოდა სისასტიკით! გარდაცვალებამდე მან ანდერძად საკუთარი ტყავისგან დოლის შექმნა დატოვა, რათა მტერს უფრო ჰქონოდა მისი შიში. ანდერძი მისმა მოძმეებმა შეასრულეს, იან ზიზკას გარდაცვალების შემდეგ, მის კანისგან დოლი შექმნეს, რომელსაც ომებში იყენებდნენ.

 

image

Post Middle

 

2. ჟილეტი – XVIII საუკუნის საფრანგეთში, რობესპიერის რევოლუციის პერიოდში, ხალხთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი – ლუის ენტონი დე სენტ-ჯასთი შეყვარებული იყო ქალბატონზე, რომლისგანაც სიყვარულზე ცივი უარი მიიღო. გაცხარებულ ლუის ენტონიმ, ქალი გილიოტინში გააგზავნა და მის კანისგან ჟილეტი დაამზადებინა, რომელიც წლების განმავლობაში ეცვა.

 

image

3. სიგარეტის კოლოფი – ჰენრი პრენცინი XIX საუკუნის საფრანგეთში, ერთ-ერთი ცნობილ მკვლელს და თაღლითს წარმოადგენდა. როდესაც ის დააკავეს, გაგზავნილ იქნა გილიოტინში, სადაც მისი სხეული ნაკუწებად აქციეს. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პრენცინის სხეულისგან სიგარეტის კოლოფი დაამზადებინა.

 

image

 

4. წიგნი – სავარაუდოდ ამ ჩამონათვალში ყველაზე პოპულარული ნივთი, ადამიანის კანისგან დამზადებული წიგნია. მსგავსი წიგნები ხშირად მზადდებოდა XVIII-XIX – საუკუნეებში. ერთ- ერთი, რომელიც ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, იყო ჯეიმს ალენის ავტობიოგრაფია. ფოსტის მანქანის ქურდობით ცნობილ ალენმა, ანდერძად მისი ტყავისგან წიგნის ერთი გვერდის შექმნა დატოვა, რაც ასრულებულ იქნა.

 

image

5. სავიზიტო ბარათი – მე-19 საუკუნის შოტლანდიაში დაიჭირეს ორი სერიული მკვლელი: უილიამ ჰერი და უილიამ ბერკი. ისინი ვაჭრობდენ საკუთარი მსხვერპლების სხეულებით (საერთო ჯამში 17 გვამი), რომელთაც ექიმი რობერტ ნოკსი ყიდულობდა და თავისი ანატომიის ცნობილ ლექციებზე სტუდენტების თანდასწრებით კვეთდა. მუზეუმში, რომელიც მდებარეობს სამეფო ქირურგიულ კოლეჯში შესაძლებელია საშინელი არტეფაქტის ხილვა, რომელიც შეიქმნა ერთ-ერთი სერიული მკვლელის, უილიამ ბერკის ჩამოხრჩობის შემდეგ, რომელიც გაატყავეს და მისი კანისგან სავიზიტო ბარათი შექმნეს.

 

image

წყარო