3 მიზეზი, რის გამოც თმა ჭაღარავდება

წარმოგიდგენთ 3 მიზეზს, რაც ჭაღარის გაჩენას უწყობს ხელს.

1) ჯანმრთელობის პრობლემა

იშვიათ შემთხვევაში ჭაღარის მიზეზია ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვალი. ავტოიმუნური დაავადებები თავს ესხმის კანსა და თმას. შესაძლოა, ჭაღარას ხელი შეუწყოს ალოპეციამ ან ვიტილიგომ.

Post Middle

2) ვიტამინის ნაკლებობა

ზოგჯერ ჭაღარის მიზეზია ვიტამინების ნაკლებობა და განსაკუთრებით ვიტამინი B12. ვიტამინი B12 ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას, მისი ნაკლებობის დროს ვითარდება ანემია.

3) სტრესი და სიგარეტი

მართალია, ექსპერტებს შორის ამ საკითხზე დებატები არ წყდება, მაგრამ დიდია შანსი, რომ ჭაღარას სტრესი იწვევდეს.

სიგარეტის მავნებლობაზე ბევრი დაიწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი მასზე უარს ვერ ამბობს. ნუ გაგიკვირდებათ თუ აღმოაჩენთ, რომ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად თავს იჩენს ჭაღარა და ნაოჭები.

 

წყარო