2016 წლის ლიდერები ტოპ ჩემპიონატებში

თითქმის ყველა საფეხბურთო ტოპ ლიგაში 2016 წელი დასრულდა.

ესპანეთი

ლალიგის 2016 წლის ბოლო ტურის მატჩები 16-19 დეკემბერს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ პრიმერა დივიზიონის ლიდერმა მადრიდის “რეალმა” მე-16 ტურის მატჩი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო გამოტოვა, იგი უახლოეს მდევარს, კატალონიის “ბარსელონას” 3 ქულით უსწრებს და 37 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მესამე ადგილს კი “სევილია” იკავებს. ანალუსიური გუნდი “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

Post Middle

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 3-კვირიანი შესვენების შემდეგ 2017 წლის 6 იანვარს განახლდება.

იტალია

სერია ა-ს კი უცვლელად “იუვენტუსი” 42 ქულით ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებმა ჩემპიონატის მე-18 ტური იტალიის სუპერთასის გამო გამოტოვეს, მეორე ადგილოსან “რომას” 4 ქულით უსწრებენ. დედაქალაქელებს 18 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვთ. მესამე ადგილს კი 35 ქულით “ნაპოლი” იკავებს.

2-კვირიანი შესვენების შემდეგ იტალიელები ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატს 7 იანვარს განაახლებენ.

გერმანია

ბუნდესლიგაში 2016 წელი ლიდერობით მიუნხენის “ბაიერნმა” 39 ქულით დაასრულა. “ბაიერნს” 3 ქულით ჩამორჩება და 36 ქულით მეორე ადგილს იკავებს “ლაიპციგი”, ხოლო მესამეადგილოსან “ჰერტას” 30 ქულა აქვს.

გერმანელებს ხანგრძლივი პაუზა აქვთ. ისინი 1-თვიანი შესვენების შემდეგ თამაშს 20 იანვარს განაახლებენ.

საფრანგეთი

ლიგა 1-ში პირველი წრე დასრულდა. პირველი წრის ჩემპიონი კი “ნიცა” გახდა, რომელმაც 44 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზეა 42 ქულით “მონაკო”, მესამე ადგილს კი 39 ქულით “პსჟ” იკავებს.

საფრანგეთში მეორე წრე 3-კვირიანი პაუზის შემდეგ 13 იანვარს განახლდება.

ინგლისი

ტოპ 4 ლიგისგან განსხვავებით, ინგლისის პრემიერ ლიგაში არ ისვენებენ. 2016 წელს ინგლისური კლუბები 2 ტურის შეხვედრას ჩაატარებენ. 17 ტურის შემდეგ კი პრემიერ ლიგას 43 ქულით “ჩელსი” ლიდერობს, მეორე ადგილზე 37 ქულით “ლივერპულია”, ხოლო “მანჩესტერ სიტი” მესამე პოზიციაზეა.

წყარო