2016 წელი ფოტოებში – წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

ზიკას ვირუსი

ichef-1.bbci.co.uk
წლის დასაწყისში მსოფლიოს ეპიცენტრში ზიკას ვირუსი აღმოჩნდა. ხალხი ვერ ხვდებოდა, რატომ იბადებოდნენ ბავშვები დეფორმირებული თავის ქალით. აღნიშნულ ფოტოზეც სწორედ ზიკას ვირუსით დაბადებული ბავშვია აღბეჭდილი.
ობამების ვიზიტი არგენტინაში

ichef.bbci.co.uk
მარტში ბარაკ და მიშელ ობამები არგენტინას სტუმრობდნენ, სადაც ოფიციალურ სადილზე ტანგო იცეკვეს.
27 წლის ექთანი – შავი სიცოცხლის მოძრაობა

Post Middle
ichef-1.bbci.co.uk
27 წლის ექთანი ლეშია ევანსი “შავი სიცოცხლის” მოძრაობის სიმბოლო გახდა. მან პოლიციის მიერ შეუიარაღებელი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობა გააპროტესტა. ფოტო გადაღებულია 9 ივლისს.
მზის მოვლენა მანჰეტენზე – “მანჰეტენჰენჯი”

ichef-1.bbci.co.uk
11 ივლისს ნიუ იორკის მცხოვრებლები მზის უცნაური “ქცევის” მომსწრენი გახდნენ. მზე ცათამბჯენებს შუა ანათებდა და საოცარ ეფექტს იძლეოდა. ადგილობრივებმა მოვლენას ინგლისის სტოუნჰენჯის მსგავსად, “მანჯეტენჰენჯი” უწოდეს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ichef.bbci.co.uk
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს, ბოსფორის ხიდი მთავარი საბრძოლო ეპიცენტრი გახდა, სადაც აჯანყებული სამხედროები და ერდოღანის მხარდამჭერი ძალები იბრძოდნენ. ეს ფოტო ამ მოვლენის სიმბოლოდ იქცა.
მინის ბილიკი

ichef.bbci.co.uk
მინის ბილიკი ტიანმენის მთაზე ჩინეთში. ეს ფოტო 2016 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კადრად ითვლება
დევიდ ბოუის მემორიალი

ichef.bbci.co.uk
დევიდ ბოუის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ლონდონში მისი ფანები შეიკრიბნენ.
ხმელთაშუა ზღვაში 3800 მიგრანტი დაიღუპა

ichef-1.bbci.co.uk
2016 წელს ხმელთაშუა ზღვაში 3800 მიგრანტი დაიღუპა. ისინი ძირითადად ერიტრეადან იყვნენ. 2016 წელს მიგრანტთა სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
იამაიკელი მომღიმარი მორბენალი

ichef-1.bbci.co.uk
იამაიკელმა მორბენალმა უსეინ ბოლტმა ნახევარფინალში ასპარეზობის დროს მოახერხა და კამერებს გაუღიმა. მოგვიანებით მან ფინალშიც გაიმარჯვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
5 წლის სირიელი ბიჭი

ichef.bbci.co.uk
5 წლის სირიელი ბიჭის ფოტო, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს სოციალური ქსელის მთავარ მოვლენად იქცა.
პროტესტი კონგოში

ichef.bbci.co.uk
კონგოს ჯარისკაცები მოქალაქეს აკავებენ, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები მკვლელობის შეწყვეტას და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას აპროტესტებდნენ.
ალეპოში ოჯახი ნანგრევებიდან გამოსვლას ცდილობს

ichef-1.bbci.co.uk
11 სექტემბერს, ალეპოზე შეტევის დროს ოჯახი ცდილობს ნანგრევებიდან გამოსვლას და ახალშობილების გადარჩენას.
10-დღიანი ფესტივალი მუმბაიში

ichef.bbci.co.uk
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, 10-დღიანი ფესტივალი გაიმართა. ფოტოზე მოქალაქეები ინდურ ღვთაება განეშს სცემენ თაყვანს.
შეტევა მოსულიში

ichef.bbci.co.uk
ერაყში მოსულის მოსახლეობა იძულებულია სამხედრო შეტევის გამო საკუთარი სახლები დატოვოს.
ელიზაბეტ მეორე მარკეტში

ichef-1.bbci.co.uk
ელიზაბეტ მეორე მარკეტში. ბრიტანეთის დედოფალი ქალაქ ფაუნდბარში იმყოფებოდა, სადაც საკუთარი ძეგლის გახსნას დაესწრო და მარკეტშიც შეიარა.
მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს

ichef-1.bbci.co.uk
14 ნოემბერს, 1948 წლის შემდეგ პირველად, მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა.