კაკაოს მაფინები შოკოლადის ნატეხებით

ინგრედიენტები: შაქარი 60 გ; კაკაო 1 ს/კ; შოკოლადი 100 გ; რძე 50 მლ; ფქვილი 120 გ; გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ; კვერცხი 1 ცალი; კარაქი 70 გ.

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 180 გ; ქვაბში მოათავსეთ კარაქი, შაქარი, შოკოლადი (30 გ), კაკაო და რძე. მიიყვანეთ მასა ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.

როცა მასა გაგრილდება, დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და გამარხვიერებელი, აურიეთ.

დარჩენილი შოკოლადი დაამტვრიეთ პატარა ნაწილებად. კექსის პატარა ფორმები გაავსეთ ცომით 2/3-ით, ჩადეთ თითოეულში შოკოლადის ნაჭრები. აცხვეთ 25 წუთი.

Post Middle