10 რამ, რაც 2017 წელს მოდიდან გადავა – 3 და 8 განსაკუთრებით ბევრს გაახარებს!

ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ქალბატონს, ყოველთვის სურს მოდურად გამოიყურებოდეს. მაგრამ ახალი ტენდენციებისადმი თვალყურისდევნება ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომ გთავაზობთ იმ ძირითად ტრენდებს, რომლებსაც 2017 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ.

1. რამდენიმე სამშვენისისგან შემდგარი მიქსები “ჩოკერების” მაგივრად
image

დროა დავემშვიდობოთ ე.წ. ჩოკერებს და უპირატესობა მივანიჭოთ მეტალის სამშვენისებს. აქტუალურია ერთდროულად რამდენიმე სამშვენისის ტარება, მაგალითად, ერთი შედარებით მასიური და ორი პატარა.

Post Middle

2. სამშვენისების კომბინაცია ეკლების მაგივრად
image
ეკლიანი მორთულობებიც უმჯობესია დავივიწყოთ იმ დრომდე, სანამ ისევ შემოვა მოდაში. მათ ნაცვლად შეიძლება კონტრასტული ფერისა და ფაქტურის ორი სხვადასხვა სამშვენისი გავიკეთოთ.

3. ბუნებრივი ტონი კონტურულის ნაცვლად

 

image

წელს ე.წ. “კონტურინგის” შეცვლის სახის ბუნებრივი ტონი ოდნავ სველი ეფექტით. ასე რომ სხვადასხვაგვარი კონტურული ფანქრების მაგივრად უმჯობესია ბუნებრივი ფერის ფერუმარილი შეიძინოთ.

4. მსუბუქი კულულები მძიმე, ხელოვნური ხვეულის ნაცვლად

 

image

მსუბუქი დაკულულებული თმა თანადათან ცვლის მძიმე ხუჭუჭს. ახლა უკვე აღარ ღირს თმის გამოშრობა მის ზედმეტად დასახვევად და ვარცხნილობის შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით მუსისა და ლაქის გამოყენება.

5. ბარხატი ჯინსის მაგივრად

 

image

ჯინსის ქსოვილისგან შეკერილ სხვადასხვაგვარ სამოსს მომავალ წელს ბარხატი შეცვლის. ეს ქსოვილი ნებისმიერ ქალს ელეგანტურობას, მომხიბვლელობასა და მდიდრულ იერს მატებს. ბარხატს განსაკუკთრებით მოუხდება ატლასთან, ტყავთან, ტვიდთან და ზამშთან შეხამება. სხვადასხვა ფაქტურის ბარხატის რამდენიმე სამოსის ურთიერთშეხამებისას უმჯობესია ავირჩიოთ ერთი გლუვი, მეორე კი – მსუბუქი ბრწყინვალებით.

6. ტრადიციული ქვედაბოლოები “ფუშფუშას” ნაცვლად

 

image

“ფუშფუშა” ქვედაბოლოები მოდიდან გადადის და ადგილს უთმობს ტრადიციულ, პლისეებიან ან “ფანქარის” ტიპის ქვედაბოლოებს. ეს უკანასკნელი ნამდვილად უნივერსალური ტიპის სამოსია, რომელიც ყველა ქალბატონს უხდება მიუხედავად ფიგურისა.

7. თეთრეულის სტილის კაბა ბანდაჟის სტილის მაგივრად

 

image

ე.წ. ბანდაჟის სტილის კაბებიც კარგავს აქტუალობას. მათ ცვლის არანაკლებ ეფექტური და გამომწვევი – თეთრეულის სტილში გადაწყვეტილი კაბები, რომლებსაც ბანდაჟის ტიპის სამოსის მსგავსად შეუძლიათ სილუეტის კორექტირება.

8. მოტკეცილის პალტო “ოვერსაიზის” მაგივრად

 

image

მოდიდან გადადის “ოვერსაიზიც” და მას ტანზე მომჯდარი პალტო ცვლის.

9. ფერთა მოულოდნელი შეხამება კლასიკურის მაგივრად

 

image

ბოლო დროს ერთი და იგივე ფერის ფეხსაცმლისა და ჩანთის ტარება ცუდ ტონად ითვლება. თანამედროვე მოდა ხშირად გვახსენებს, რომ ამგვარი შეხამების გაკეთება არ ღირს. რეკომენდებულია, ფერის აქცენტი გადაიტანოთ ჩანთაზე, ხოლო ფეხსაცმლის ფერი შეარჩიოთ, მაგალირად პალტოს მიხედვით.

10. “ნავები” მაღალქუსლიანი კედების მაგივრად

 

image

მაღალქუსლიანი კედებიც ასევე უნდა შეიცვალოს კლასიკური “ნავებით”, რომლებიც ყოველთვის გამოგადგებათ და ძალიან ლამაზად გამოიყურება ყველანაირ ფეხზე.

 

ინტერმედია