ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ? – როდის უნდა დავლიოთ წყალი

1. წყალი ჭამამდე კარგად ჯერდება ორგანიზმში და წვავს კალორიებს, რომლებიც ჭამის დროს გროვდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კუჭის წყლით შევსებით ბევრ საკვებს ვეღარ მიიღებთ. ხოლო ჭამის პროცესში, ნაცვლად სხვა ტკბილი სასმელებისა, წყლის დალევით თქვენს სხეულს ზედმეტი კალორიებისგან დაიცავთ და ფიგურას შეინარჩუნებთ.
2. ჭამამდე ჭიქა წყალი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, ლიმფურ სისტემას უნარჩუნებს ნორმალურ მდგომარეობას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ასევე, ეფექტურად წმენდს კუჭსა და ნაწლავებს.
3. წყალი ორგანიზმს ატენიანებს. ძილის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი დეჰიდრირებულია, ამიტომ საუზმემდე წყლის დალევა აუცილებელია. ჭამამდე ჭიქა წყლის დალევა დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლაში და მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ.
წყალი ჭამის შემდეგ:
წყალი მონელებაში ეხმარება. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ წყალი ხელს უშლის საჭმლის კარგად მონელებას. ბოლო კვლევებმა კი აჩვენა, რომ პირიქით, სწორედ წყალი ეხმარება საჭმლის სრულფასოვან მონელებას. გარდა ამისა, ჭამის შემდეგ წყლის დალევა ორგანიზმს საჭირო ნივთიერებების უკეთ გათავისებაში უწყობს ხელს.

წყალი ყავის, გაზიანი სასმელების, შავი/მწვანე ჩაის შემდეგ:
ამ სასმელების მიღების შემდეგ ორგანიზმიდან სითხე გამოიდევნება, ამიტომ კომპენსაციისთვის კარგია წყლის მიღება. ასე რომ, თუ თქვენ დღის განმავლობაში შარდმდენ სასმელს, ვთქვათ, 1/2 ლიტრს დალევთ, ამდენივე წყალი აუცილებლად უნდა მიიღოთ (და, რა თქმა უნდა, ამას პლუს ორგანიზმისთვის აუცილებელი რაოდენობა – 1 კგ-ზე 20-30 მლ.).

დაბოლოს, ერთი რჩევა: უმჯობესია, დალიოთ ოთახის ტემპერატურის წყალი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტემპერატურა 36 გრადუსია. როცა საჭმელს ცივ წყალს აყოლებთ, ეს ლორწოვანი გარსის გაციებას იწვევს, რაც აფერხებს საჭმლის მონელებისა და შეწოვის პროცესს. შედეგად კუჭი მოუნელებელ საკვებს ნაწლავებში გადაისვრის, იქ კი ასეთი საკვები ლპობას იწყებს. გარდა ამისა, ცივი წყლის შემდეგ მალევე გშივდებათ, რადგან თქვენი კუჭი, ნაცვლად 4-5 საათის, 20-25 წუთში დაიცალა.

Post Middle

 

წყარო