ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ასე სწრაფად გისრულდება სურვილი“-მიშო სულუხია

„იქს ფაქტორის“ კონკურსანტი მიშო სულუხია გულშემატკივარს მადლობას უხდის, რომლთა გვერდში დგომას ყოველ ტურში გრძნობს. მიუხედავად იმისა რომ სურვილები ხშირად არ სრულდება, მიშოს შემთხვევაში, როგორც თავად წერს, ეს ასე სულაც არის. პირიქით, ძალიან ბედნიერია და სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა სწრაფ ტემპში ისრულებს ყველა სურვილს. „მინდა გადაგიხადოთ უზარმაზარი მადლობა ყველა ადამიანს რომლებმაც ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ასე რეალურად მიიღო ჩემი თხოვნა და მხარი დამიჭირა ჩემთვის ასე მნიშვნელოვან დროს. ძალიან ბედნიერი და სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ხალხს მიმართავ თხოვნით და ასე სწრაფად გისრულდება ეს სურვილი. კიდევ უფრო სასიამოვნო შეგრძნებაა როდესაც შენი შრომა ფასდება. კიდევ ჩემი გულის ტკივილი იმაზე, რომ ნინა ყიფშიძემ, უნიკალურმა გოგომ დატოვა კონკურსი და ნინა სუბლატი, რომელიც კონკურსანტის გარეშე დარჩა. ძალიან ძალიან მწყდება გული, თუმცა პროექტი ისეთ ფაზაში შევიდა რომ ყოველ კვირას საუკეთესო შემსრულებლები ტოვებენ კონკურსს და ფინალიც ახლოვდება.
რა თქმა უნდა, თვითკრიტიკრიტიკული ვიქნები და ვიტყვი რომ ეს არი იყო ჩემთვის საუკეთესო შესრულება თუმცა ვფიქრობ ჩემს გულშემატკივრებს იმედიც არ გაგიცრუეთ… მადლობა ყველას“-წერს მიშო სულუხია ფეისბუკის პირად გვერდზე.

 

წყარო

Post Middle