ციხეში 33 პატიმარი მკვდარი იპოვეს

ჩრდილოეთ ბრაზილიის ციხეში 33 პატიმარი მკვდარი იპოვეს.

რორაიმას შტატის იუსტიციისა და სამოქალაქო საკითხების სამინისტრო ცნობით, დღეს დილით,  6 იანვარს „მონტე კრისტოს პენიტენციურ დაწესებულებაში“ 33 მკვდარი პატიმარი აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ბრაზილიის ქალაქ მანაუსის ციხეში მომხდარი ამბოხის შედეგად 56 პატიმარი დაიღუპა.
სრული ვერსიის ნახვა ipn.ge