ჩოხატაურის რამდენიმე სკოლასა და საბავშო ბაღში სწავლის პროცესი შეწყდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში და საბავშო ბაღებში დიდთვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

როგორც, „ნიუპოსტს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს, რამდენიმე საჯარო სკოლაში მოსწავლეები არ გამოცხადდნენ.

უწყების წარმომადგენლების განცხადებით, სწავლის პროცესი ამავე სკოლებში ხვალაც გადაიდება.

Post Middle

„დღევანდელი და ხვალინდელი დღე არის ყველაზე უფრო კრიზისული და ჯერჯერობით ამ ორი დღის განმავლობაში გადაიდება სწავლის პროცესი, შემდგომში კი ვნახოთ როგორი იქნება მეტეოროლოგიური პირობები და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. დირექცია ყველა სკოლაშია, თუმცა რამდენიმე სკოლაში მოსწავლეები არ გამოცხადდა, რამდენიმე სკოლაში მოვიდა მოსწავლე, თუმცა ეს სკოლები ცენტრალურ გათბობის სისტემაზეა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო გათბობის პრობლემები შეგვექმნა და მოსწავლეები სახლში გავუშვით”, – აცხადებს რესურსცენტრის ხელმზღვანელი, შორენა სიხარულიძე.

თეა იოსელიანი, გურია

წყარო