„ჩემს ძუძუს დაიტევს?.. რა შეზღუდული ფანტაზია აქვს ქართველი მამაკაცების უმრავლესობას“ – ნინო მუმლაძე

„მარტო ტუჩების მიდება შეიძლება?“ – კითხულობს ცნობილი მსახიობი ნინო მუმლაძე და ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებულ ნიუსს ამ კომენტარით ეხმიანება. როგორც ნიუსიდან ირკვევა მალე ბევრს, საყვარელ ადამიანთან ტელეფონით “ზასაობის” შესაძლებლობა მიეცემა.

ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი საკმარისია საკუთარი სმარტფონის გამოყენება, რომელიც სპეციალურ მოწყობილობასთან იქნება დაკავშირებული.

გაჯეტი ძალიან მარტივად მუშაობს. კოცნის გამგზავნი გაჯეტს უკავშირებს საკუთარ სმარტფონს, კოცნის სპეციალურ სენსორულ ზედაპირს, რომელიც იღებს მისი ტუჩის ანაბეჭდებს და ინტერნეტის მეშვეობით უგზავნის ადრესატს, რომელსაც ანალოგიურ მოწყობილობასთან აქვს საკუთარი სმარტფონი დაკავშირებული. იგი საკუთარი ტუჩებით ეხება სენსორულ პანელს რომელზეც იგრძნობა კოცნა, რომელიც გამოუგზავნეს.

Post Middle

ნინო მუმლაძის ამ კომენტარს – „მარტო ტუჩების მიდება შეიძლება?“ სოციალურ ქსელში უამრავთა ორიგინალური გამოხმაურება მოჰყვა.

ერთ-ერთის პასუხი ამგვარია. -შენ ძუძუებით შეგიძლია. რასაც მსახიობის შემდეგი რეაქცია მოჰყვა.

ნინო მუმლაძე: ვაახ , მაინც რა შეზღუდული ფანტაზია აქვს ქართველი მამაკაცების უმრავლესობას… კაი ფანტაზიას თავიდავანებოთ და ლოგიკასა მივყვეთ, ჩემს ძუძუს დაიტევს ახლა ეს ერთი ბეწო სპანჩბობი?

 

pia.ge