შსს-ს კომენტარი პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით

ბალანჩივაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა საინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. იგი ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

Post Middle

წყარო