შვრიის ხრაშუნა ნამცხვრები ბავშვებისთვის

ინგრედიენტები: შვრია 1 ჭიქა; ფქვილი 1-1.5 ჭიქა; დარბილებული კარაქი 100 გ; შაქარი 1/2 ჭიქა; კვერცხი 2; მარილი მწიკვი; სოდა 1/3 ჩ.კ; დაფქული თხილი 1 ჭიქა;  თეთრი შოკოლადი 50 გ.
მომზადების წესი:
შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ, სათიტაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. დავამატოთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი, თხილი და მარილი.  შემდეგ დავამაროთ ფქვილი, სოდა, ბოლოს კი შვრია.
კარგად ავურიოთ და გავაკეთოთ პატარა ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში, დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე.
გამოვაცხოთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.