შვილებმა დედას “წინასაახალწლო სიურპრიზი” მოუწყეს

ჟურნალისტი დედის ცელქი შვილების ფოტოებმა სოციალურ ქსელში და ინეტრნეტში ლარის კურსიც კი დაჩრდილა. შვილებმა ნონიკა ვაშაყმაძეს წინასაახალწლოდ „სიურპირზი მოუწყვეს“ და ქაღალდის ფული მაკრატლით დაუჭრეს. კუთხეში დაყენებული ბავშვებისა და დაჭრილი კუპიურების ფოტოებმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოაიწვია. დედას ფულის ვერ შენახვაში და ბავშვების მკაცრად დასჯაში ადანაშაულებენ. ჩვენ ნონიკას შემთხვევის დეტალები გამოვკითხეთ.

– გუშინ სამსახურიდან დაღლილი მოვედი. თან მე და ჩემმა ქმარმა რაღაცეები ვიყიდეთ სახლისთვის, მათ შორის ნაძვის ხეც. ბავშვები ძიძასთან მყავდა. ნაძვის ხის გასაჭრელად მაკრატელი ამოვიღე უჯრიდან და მაგიდაზე დავდე. ამასობაში ძიძას დავურეკე, რომ ჩამოეყვანა ბავშვები. ძიძამ ბავშვები ჩამოიყვანა და წავიდა. ის მაკრატელი სულ გადამავიწყდა. ფული ღია ჩანთაში მეყარა. მანამ ქურთუკი გავიხადე და ტანისამოსი გამოვიცვალე, ბავშვების ხმა მესმის, – დედიკო, ნახე რა მაგარი სიურპრიზი გაგიკეთეთო, მეძახდნენ. დიდმა იცის ფულის მოპარვა და თავის ყულაბაში ჩაყრა, მაგრამ პატარამ ფულის გამოჭრა მოინდომა, გაბევრება უნდოდა, რომ ბევრი საჩუქარი მეყიდა (იცინის).

– ბავშვები მკაცრად დასაჯაო, წერენ…

Post Middle

– არ დამისჯია. უბრალოდ ვუთხარი, ეს ფული თოვლის ბაბუისთვის უნდა გამეგზავნა და ახლა ვეღარ გავუგზავნი, ასე რომ, საჩუქრები არ იქნება-მეთქი. თოვლის ბაბუს ბოდიში მოუხადეს და ამის აღსანიშნავად კუთხეში დადგნენ თავად. სოციალურ ქსელში ამ ფოტოებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამომიყვანეს დედა, რომელიც ბავშვებს მკაცრად სჯის.

– რა ასაკისანი არიან ბავშვები?

– ლუკა 4-ის ხდება და იოანე 6-ის.

– რას აპირებ, ბანკში მიიტან დაჭრილ კუპიურებს, თუ მართლა უსაჩუქროდ დატოვებ შვილებს?

– ბევრმა კეთილისმსურველმა მირჩია ბანკში გამოცვალეო. ალბათ ბანკშიც მელოდებიან უკვე იმდენად პოპულარული გახდა ეს ფოტოები (იცინის). ბანკის კარს რომ შევაღებ, ასე მგონია, მომესალმებიან. ბანკის თანამშრომლებმაც მომწერეს, ნუ ნერვიულობთ, მოიტანეთ, გამოგიცვლითო. ახლა ვფიქრობ „საქართველოს ბანკში“ შევიტანო თუ „თი-ბი-სი“-ში (იცინის).

P.S. საახალწლო განწყობისთვის გაიცანით „ცელქი ბავშვების“ ქართული ვარიანტი. გთავაზობთ ბავშვებისა და მათი დედის ფოტოებს.

 

 

წყარო: პრაიმტაიმი