ყვავმა მოქალაქეს პასპორტი მოპარა

რუსეთ-ესტონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რეგისტრაციის დროს ესტონეთის მოქალაქეს ყვავმა პასპორტი მოპარა.

“ავტომობილის განბაჟების სტანდარტული პროცედურა მიმდინარეობდა. ესტონეთის მოქალაქემ პასპორტი ამოიღო, რა დროსაც ყვავმა მას უცებ მოპარა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა”,- განაცხადა საბაჟო გამშვები პუნქტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

საბაჟო პუნქტის თანამშრომლები ესტონეთის მოქალაქის დახმარებას შეეცადნენ, ადგილზე კინოლოგებიც კი გამოიძახეს, თუმცა ყვავის დაჭერა ვერ მოხერხდა. პოლიციამ დაზარალებულს სანკტ-პეტერბურგში მდებარე ესტონეთის საკონსულოს მისამართი მისცეს, რათა საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტაცია მიეღო.

Post Middle

 

 

pia.ge