„ქუჩის ბიჭები“ და „კატრინის“ მოდელები ერთ სცენაზე (ფოტოკოლაჟი)

შობის დღესასწაულზე სამოდელო სააგენტო „კარტინმა“ „მერიოტში“ განსხვავებული ჩვენება მოაწყო. პროექტი სახელწოდებით, – „ქალი კადრს მიღმა“ „კარტინის“ მოდელების თანხლებით გაიმართა.

მოდელებმა ეროვნული სამოსი და ტატანას კოლექცია წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. სააგენტოს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ეკა მგალობლიშვილმა პოდიუმზე სხვა და სხვა პროფესიის წარმატებული ქალბატონები აიყვანა და დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს: მარკუს მეტრეველმა, ქეთი გომართელმა და გიორგი შავლაშვილმა.

Post Middle

საღამო რესტორანში „ძველ ქალაქი“ გაგრძელდა, სადაც მომღერალი ზურა ხაჩიძე მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა.

 

“პრაიმტაიმნიუსი”