“ქართველები ფაჩულიას ხმას გიჟივით აძლევენ” – მსოფლიოს გამოხმაურება

NBA All Star-ის პირველი შუალედური შედეგები ცნობილია – “გოლდენ სტეიტის” ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია 439 675 ხმით მეორე ადგილზეა. აღნიშული ფაქტის გამო სოციალური ქსელი განცვიფრებულია. სხვა კალათბურთელების გულშემატკივრები სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოსტს აქვეყნებენ და ამბობენ რომ ზაზა “ყველა ვარსკვლავის” თამაშში მოხვედრის ღირსი არ არის.

“ქართველები ხმას გიჟივით აძლევენ” – წერენ სოციალურ ქსელში და ქართველი გულშემატკივრების არანორმალურ აქტიურობას აფასებენ. 



კომენტარებში ყველა მომხარებელი განცვიფრებულია ზაზას შედეგებით და საკუთარ უკმაყოფილებას, სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

აღნიშულ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის გამოცემა “ვაშინგტონპოსტიც”. გამოცემა ქართველების განსაკუთრებულ აქტიურობას უსვამს ხაზს და ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ ზაზა შედეგებით მეორე ადგილზეა, მას მაინც არ სურს ყველა ვარსკვლავის თამაშში მონაწილეობა”.

“ვაშინგტონპოსტი” ზაზას ვიდეომიმართვასაც ავრცელებს, სადაც ის ფანებს ინგლისურად მიმართავს. გამოცემა მკითხველს ირონიულად მიმართავს, რომ სცადონ და ამ ვიდეოზე არ გაიცინონ.

მიუხედავად, ასეთი დამოკიდებულებისა ქართველი კალათბურთელი წინ მიიწევს და მას “ყველა ვარსკვლავის” თამაშში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.

ქართველ გულშემატკივარს საყვარელი კალათბურთელის მხარდასაჭერად ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ, შემდეგი მეთოდებით შეუძლია:
NBA.com/vote ან ანდროიდისა და IOS-ისთვის შექმნილი ნაციონალური საკალათბურთო აპლიკაციის მეშვეობით;
Twitter – #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);
Facebook – #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);
Google Search – მოძებნეთ NBA Vote All-Star ან NBA Vote Golden State და გააკეთეთ არჩევანი.
თბილისის დროით, 25 დეკემბრის 20:00-დან 16 იანვრის ჩათვლით, ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
შარშან, All Star-ის გამოკითხვის შედეგებით, ზაზა ფაჩულიას მატჩზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა.

წყარო

Post Middle