,,უნდოდა ბოზი ცოლი და მოიყვანა…“ –ინტერვიუ ,,ჩცდ“-ს გმირთან

ჩემი ცოლის დაქალებმა“ ცხოვრებაზე უფრო მეტად დააფიქრა და სამომავლო გეგმებიც განსხვავებული დაუსახა. ბევრად სხვანაირი ვიქნებოდი რომ არა „ჩემი ცოლის დაქალებიო“ -ამბობს ბაქარის როლის შემსრულებელი ბუბა მათნაძე ,,ნიუპოსტთან”.

ბაქარის როლზე როცა დაამტკიცეს 15 წლის იყო, ახლა 18 -ის არის. ქალაქში სასწავლებლად ჩამოსული პროვინციელი ბიჭის ცხოვრებაში, რომელმაც თავისი კილოთი და გულუბრყვილობით სერიალის მაყურებელი ეკრანზე გამოჩენისთანავე გაახალისა ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ბაქარი წარმატებული ბიზნესმენია დიდი გეგმებითა და ბიზნეს გათვლებით.

ჰოდა, მაყურებელსაც ქუჩაში თავისი საყვარელი გმირის დანახვისთანავე უნებურად უჩნდება კითხვა – როგორ მიდის ბიზნესი?

Post Middle

რასაც ბუბა-ბაქარის ხალისიანი პასუხი ეგებება და ბოლოს საუბარი მაყურებლის თხოვნისამებრ სელფით გვირგვინდება.

– ანუ რგორც ბიზნსმენს რჩევას გეკითხებიან?

-ხუმრობით კიი, როგორ არა. მაგრამ უფრო მეტად ბავშვები მოდიან ფოტოების გადასაღებად.

-როგორია როცა პატარა ასაკში ასეთი პოპულარული ხდები?

-რამდნადაც კარგი არის, იმდენად ასჯერ მეტი პასუხისმგბლობაა. არ გაძლვს მოდუნების საშუალებას. მთავარია თავი არ დაკარგო და რაღაც-რაღაცები არ უნდა იფიქრო სხვანაირად, ამ ასაკში ყველაზე რთულია…

-როგორია გადასაღებ მოედანზე ყოფნა?

-სახლივით არის უკვე იმდენი ხანია აქ ვარ რომ, გინდ სახლში ვყოფილვარ და გინდ გადასაღებ მოედანზე.

-პირვლი რეაქცია როგორი იყო ხალხის ქუჩაში და ახლა ისეთივე რაქცია აქვთ როცა გხედავენ?

-მეტროში დავიჭირე ხალხი რაქცია პირველად, უკვირდათ თუ რანაირად შიძლებოდა რომ მე იქ ვყოფილიყავი. ახლაც არის ხოლმე მსგავსი შემთხვევები ვინც პირველად მხედავს რატომღაც უკვირს, ვერ წარმოუდგნია… არადა საზოგადობრივი ტრანსპორტიდან მეტრო მიყვარს ყველაზე ძალიან.

-როდესაც ტელევიზორს უყურებ თუ მოგწონს შენი თავი?

-შენიშვნები ყოველთვის მაქვს, სულ რედაქტირების ქვეშ მყავს ჩემი თავი, რადგან ვიცი, რომ შეიძლება კიდვ უფრო და უფრო უკეთესი ვიყო.

-როგორც ვიცი, შენი მთავარი შემფასებელი დედაა?

-შემფასებელიც და კრიტიკოსიც. მაკონტროლებს იმ მხრივ, რომ არ გავბედო და რამე არ ვიფიქრო სხვანაირად, არ ვიფიქრო მე ვარ და ჩემი ნაბადიო, არ ვაკადრო ჩემს თავს… ყველაფერი წრამავალია, როცა კრიტიკა გესმის, რაღაცებს უკეთ ხედავ და ხვდები, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია და უფრო მეტად მოტივირებული ხდები…

-რა შეცვალა „ჩემი ცოლის დაქალებმა“ შენში?

-ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ფაქტობრივად ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია სერიალის გარეშე. სხვანაირად ჩამოვყალიბდებოდი, სხვანაირად განვითარდერბოდი, საერთოდ რადიკალურად სხვანაირი ვიქნებოდი.

თან მე ცოტა პატარა ასაკშივე მხვდა წილად, რომ უნდა მეთამაშა სერიალში. რაც ცოტა სხვანაირი აზროვნების საშუალებას გაძლევს, ცოტათი უკეთესად დაგაფიქრებს რაღაც რაღაცებზე.

-როგორც ვიცი სკოლა დაამთავრე, პროფესიად მსახიობობა აირჩიე?

-არა, მსახიობობა, ადრე უფრო მინდოდა, 9 წლიდან საბავშვო თეატრში ვთამაშობდი, აი როცა თეატრში დავდიოდი მაშინ ვფიქრობდი მსახიობობაზე, მაგრამ მერე რაღაც ეტაპი რომ გავიდა, სხვანაირად დავიწყე ფიქრი და მივხვდი, რომ მსახიობობა აღარ მინდოდა. წელს ჩავაბარე პიარ ტექნიკურ უნივრსიტტში და ვარ პიარის ფაკულტეტზე. ასე ავირჩიე მსახიობობის ნაცვლად პიარ-მენეჯერობა. ძალიან მომწონს, ძალიან საინტერსო პროფსიაა. თან ხასიათითაც „ჩალიჩა“ ტიპი ვარ, აქტიური და ენერგიის დახარჯვა მინდა ხოლმე სულ. ეს პროფესია კი ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე… ჯერ ვსწავლობ, სამუშაოდ დრო არ მრჩება, ფიზიკურად ვერ გავწვდები…

-პირველ გოგოზე შენც გადარეული იყავი ბაქარივით?

-პირველი სიყვარული მაინც სხვანაირია, ალბათ, მაშინ ბავშვიც ვიყავი და გადარული ვიყავი ალბათ… ისეთი რაღაცები მაქვს გაკეთებული რომ..

-როგორი გოგონები მოგწონს?

-გააჩნია, თავი უნდა მომაწონოს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნლობა, შავგრემანია, ქერაა, ეშხი უნდა ჰქონდეს, რომ ჩავავლო, ჰოდა როცა ჩავავლებ მერე მე ვიცი.

-ყოფილა შენს ცხოვრებაში მომენტი ჩავლების?

-კი ერთხელ ყოფილა… მაგრამ ამ მომენტში აღარ არის

-თავიც დაგიკარგავს?

-არა ასე თავი არასოდეს დამიკარგავს, თავს თუ დაკარგავ მერე ყველაფერი აირევა და რატომ უნდა დავკარგო? პირიქით საღად უნდა იაზროვნო და განსაზღვრო როგორ არის შენთვის უკეთესი

-ანუ სიყვარულში ცივი გონებით უნდა იაზროვნო?

-ეს აუცილბელიც არის ჩემი აზრით, ზოგადად „მინდა“ ეს სიტყვა ამოძრავებს ბავშვებს, რადგან ბავშვი იმას აკთებს, რაც უნდა და არა იმას, რაც სჭირდება.

აქედან გამომდინარე, მე შეიძლება ბევრი რამ მინდოდეს, მაგრამ ჩემთვის უკეთესი სხვა რაღაც იყოს, სხვა რაღაც მჭირდბოდეს იმ მომენტში, ამიტომ „მინდა“ ჩემთვის ყოველთვის მეორე პლანზე არის ხოლმე, ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო ის რაც კონკრეტულ მომენტში მჭირდება და საუკეთესოა.

— ოცნება თუ გაქვს?

-არა, მიზანი მაქვს და ვდილობ, ჩემს მიზანს მივაღწიო. წარმატებული სტუდნტიც ვიყო და ღირსეული ვიყო, აქაც, სამსახიობო კარიერაში.

-ტიპაჟი, რომელსაც ანსახიერებ მოგწონს, შენიანია?

-ბაქარი ძალიან კარგი ბიჭია, გულიანი, ალალი, პრინციპული… უნდოდა ბოზი ცოლი და ჰყავს ბოზი ცოლი, მეც ასეთი პრინციპული ვარ, მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ მეც ბოზი უნდა მოვიყვანო ცოლად…

-ბაქარი შენგან განსხვავბით მგონი უფრო გულუბრყვილოა, თუ შენც გახასიათებს ეს თვისება?

-არა, არ მახასიათებს ასეთი რაღაცები. ბაქარი იმიტომ არის ასეთი, რომ სხვანაირად არის გაზრდილი, სოფელში, სხვა გარემოში, ამ გარემომაც იმოქმდა. მე ზომიერად მაქვს ყველაფერი. დიდი როლი ეკისრება აღზრდას, ოჯახურ გარემოს.

– როგორ ფიქრობ რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვთა მიმართებაში? რა არის მთავარი?

– ჯანსაღი ოჯახისთვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ურთერთგაგება და ძალიან ბევრი კომუნიკაცია ერთმანეთში, მერე ყვლაფერი დალაგდება თავის ადგილზე…ზომირად ყველაფერი კარგია, სიმკაცრეც. ამასაც აქვს თავისი სარგებელი. ჭკუას გასწავლის.

-შენს მაყურებელს რას ეტყვი ,,ნიუპოსტის” საშუალებით?

-უყურონ სერიალს ჯანსაღი კრიტიკით, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და გასათვალისწინებელი. „ჩემი ცოლის დაქალები“ ისეთი სერიალია, ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის თითოეულ ჩვენგანს, აქ არის ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვმალავთ და არ ვიძახით, იქ ყველაფერი ცხადად არის გამოტანილი და ნაჩვენები. აქედან გამომდინარე, მერე უფრო მარტივი ხდება რაღაც-რაღაცების გაგება და აზრობრივად სხვანაირად ყალიბდები. რაც მთავარია, მოგვენდონ და ბოლომდე იყვნენ ჩვენი მაყურებელნი, არ დაკარგონ ჩვენი ხალისი და ჩვენი მუღამი.

 

წყარო