ტრამპმა თეთრ სახლში სამუშაოდ ის ქალი აიყვანა, რომელიც საკუთარი შოუდან სამჯერ გააგდო

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციაში სამუშაოდ ომაროსი მანიგოლი აიყვანა, რომელიც ტრამპმა საკუთარი ტელეშოუდან სამჯერ სკანდალურად გაუშვა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ომაროსი მანიგოლი თეთრი სახლის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ სამსახურში დასაქმდება.

ომაროსი მანიგოლი წინასაარჩევნო კამპანიაში დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. ის თეთრ სახლში ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდშიც მუშაობდა და პერსონალის შერჩევას კურირებდა.

Post Middle

ომაროსი მანიგოლს ვაჭრობის სამინისტროშიც უმუშავია და ვიცე-პრეზიდენტ ალბერტ გორის ასისტენტიც იყო, თუმცა დონალდ ტრამპის შოუში არ გაუმართლა და მილიარდერმა წამყვანმა ის შოუდან სამჯერ დაითხოვა.

 

წყარო