ტრამპის კომპანია ბათუმში საცხოვრებელ კომპლექსს არ ააშენებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ორგანიზაცია – “Trump Organization” ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის “ტრამპ თაუერის” მშენებლობის პროექტს ტოვებს.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაციის პროექტიდან გასვლა უკავშირდება ბრალდებას, რომ ტრამპის საერთაშორისო ბიზნესმა მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა, ინტერესტა კონფლიქტი გამოიწვიოს.

Trump Organization-ი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ასევე აჩერებს აზერბაიჯანსა და ბრაზილიაში.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბიზნესიდან მიდის და მართვის სადავეებს შვილებს გადასცემს.
2012 წლის აპრილში ბათუმში “ტრამ თაუერის” პროექტის პრეზენტაციას თავად დონალდ ტრამპი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბათუმის “ტრამპ თაუერის” პროექტის მესაკუთრე და დეველოპერი “სილ ქროუდ ჯგუფია”. ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო. პროექტის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენდა.

Post Middle

 

წყარო