ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ჯებლაში, ტერაქტის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 30 კი – დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საავადმყოფოებზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 25-ს აღწევდა.

აფეთქება ქალაქის სტადიონთან მოხდა. მძღოლმა, რომლის ავტომანქანაც ასაფეთქებლებით იყო დანაღმული, თავი აიფეთქა. დაშავებულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ქალაქი ჯებლა სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლდება. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფას არ აუღია.

Post Middle

 

წყარო