ტაივანში პოლიტიკოსის დაკრძალვისას 50 სტრიპტიზიორი გამოიძახეს

ტაივანში ადგილობრივი პოლიტიკოსის დაკრძალვისას 50 სტრიპტიზიორის გამოძახება ინტერნეტსივრცის ერთ-ერთი გახმაურებული თემა გახდა,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

5 იანვარს, სამხრეთ პროვინციის ქალაქ ჩიაიში ადგილობრივი პოლიტიკოსი ტუნგ სიანი დაკრძალეს. სოციალურ ქსელში დაკრძალვის მსვლელობის ვიდეო გავრცელდა, სადაც ნახევრად შიშველი მოცეკვავეები ჯიპის მარკის ავტომობილის სახურავზე იმყოფებიან.

ოჯახის განმარტებით, ტუნგ სიანი ძალიან ჰედონისტი მამაკაცი იყო და იცოდა ცხოვრებით სარგებელი როგორ მიეღო. ადგილობრივი პრესის ცნობით, ნათესავებმა გადაწყვიტეს მისთვის პატივი ამ ფორმით მიეგოთ.

Post Middle

მსვლელობისას ფერადი ჯიპის მარკის ავტომობილები და ხმამაღალი მუსიკა გამოიყენებოდა. მათ უკან დრამერის სპეციალური საცეკვაო ჯგუფი მოდიოდა. მოწვეული მსახიობები სპეციალურ ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ასეთი ფერადი მსვლელობა წყნარ პროვინციულ ქალაქში არასდროს უნახავთ.

 

 

წყარო