სოფლებს მგელი შეესია-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სოფელს მგელი შეესია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მტაცებელი დასახლებულ პუნქტში ჩნდება, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

სოფლებში ამბობენ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა გარეული ცხოველი სოფელს თავს ესხმის, თუმცა მგლის მოკვლა მათ დიდი ოდენობის ჯარიმის გამო არ შეუძლიათ. ადგილობრივები სოფლებში სანადირო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.

“ეზოში დილით ვნახეთ, რომ ძროხა შეჭმული იყო. ხშირია ასეთი შემთხვევი სოფელში. ღამისს საათებში თუ გარეთ დაგრჩა პირუტყვი დამთავრებულია. რა გავაკეთოთ არ ვიცი, მოკლავ დადაგაჯარიმებთო, მივმართეთ შესაბამის უწყებებს და შედეგი არ ჩანს”,- ამბობს დაგილობრივი მკვიდრი, ჯანგული ჩიჩუა.

Post Middle

“გუშინ მოვედი და ატირებული დამხვდა ძმიშვილები, ერთი ძროხა მყავდა და ისიც მგელმა შემიჭამაო. არ აკეთებენ ყველაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. რაც შეუძლია აკეთებენ”, – აცხადებს რომან ჩიჩუა.

 

წყარო