სიყვარულის გაშიფვრა ხელის ჩაკიდების მაგალითებზე (ფოტოკოლაჟი)

ორი ადამიანის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ყველა დეტალი: სიტყვა, გამოხედვა, შეხება. რამდენჯერ ხშირად დადიხართ ხელი-ხელ ჩაკიდებულნი? იმან თუ როგორ ეხებით ერთმანეთის ხელებს, შესაძლოა თქვენ გრძნობებზე ბევრი რამ თქვას.

ვისი ხელის გულის ქვემოთ იყურება ურთიერთობაში დომინანტი ის არის და გამოხატავს სურვილს რომ დაიცვას პარტნიორი.

Post Middle

წყვილები, რომელთაც თითები ერთმანეთზე აქვთ გადაჭდობილი გამოხატავენ ძალიან ღრმა კავშირს. მათი ურთიერთობა უკვე ფიზიკური მიზიდულობას სცდება და უფრო სერიოზულ გრძნობებზე მიუთითებს, ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე და ერთმანეთთან გულწრფელები არიან.

თუ პარტნიორებს ერთმანეთი არა ხელის მტევნით , არამედ რამდენიმე თითით უჭირავთ ეს ნიშნავს, რომ ისინი ორივენი დამოუკიდებლები და გაბედულები არიან. აქვთ საკუთარი ინტესესები და სივრცე, რომელიც ურთიერთობის მიღმაც არსებობს. მათ სურთ შეინარჩუნონ თავისი ინდივიდუალურობა, თუმცა დღის ბოლოს ერთად აღმოჩნდებიამ რადგან მათი ურთიერთობა მყარი და საიმედოა.

თუ პარტნიორის ხელის მხოლოდ ერთი თითი უჭირავთ, ეს ნიშნავს რომ მათ წარმოუდგენლად მშვიდი ურთიერთობა აქვსთ თავისი რომანტიკულობით, თამაშებით და ფლირტით.

როდესაც პარტნიორი მხარზე ხელს ხვევს და შემდეგ თითები ერთმანეთზე აქვთ გადაჭდობილი, ეს ნიშნავს იმას რომ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან და მას სურს გამოხატოს რომ ამაყობს ამ ურთიერთობებით და დაიცავს მას ნებისმიერი საფრთხისგან.

როდესაც პარტნიორებს ერთმანეთისთვის ხელი მსუბუქად აქვ ჩაკიდებული, ეს ნიშნავს რომ მათ ორივეს განსაზღვრულიწესები და საზღვრები აქვთ. ისინი გრძნობების საჯაროდ ჩვენებას ერიდებიან .

მსგავსი ხელის ჩაკიდება ყველაზე ხშირია, განსაკუთრებით მრავლად გვხვდება საქორწინო ფოტოებზე. გამოხატავს ურთიერთპატივისცემას და ნდობას.

მსუბუქად გადაჭდობილი თითები გამოხატავს იმას რომ პარტნიორები მთლიანად ენდობიან ერთმანეთს და უკვე მიაღწიეს ემოციურ სტაბილურობას. იციან ერთმანეთისგან რას უნდა ელოდნენ.

ერთი შეხედვით ხელის მსგავსი ჩაკიდებისას შეგიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ცოტათი აგრესიულია და დაურწმუნებლობას გამოხატავს. მაგრამ ეს ასე არაა. პარტნიორები ამ დროს არა მხოლოდ ხელს კიდებენ ერთმანეთს არამედ მთლიან მაჯასაც აკავშირებენ. ეს ერთიანობას, ვნებას და ერთად ყოფნის სურვილს გამოხატავს.

 

წყარო:  ნიუპოსტი