სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებს უბრუნდება

სასიამოვნო სიახლე სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ თაყვანისმცემლებისთვის: ცნობილი ხდება, რომ სარა ჯესიკა პარკერმა, სინტია ნიქსონმა, კიმ კეტროლმა და კრისტინ დევისმა პროექტის გადაღებების კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

შეგახსენებთ, რომ პირველი სრუმეტრაჟიანი ფილმი „სექსი დიდ ქალაქში“ 2008 წელს გამოვიდა და ის ძალიან პოპულარული გახდა. მალევე, 2010 წელს გამოვიდა მეორე ნაწილი, თუმცა ის კინოგაქირავებაში ჩავარდა და კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებები მიიღო.

რაც შეეხება სერიალს, მას საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს.

Post Middle

 

წყარო