სერბეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას იწყებს

სერბეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას იწყებს.
ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და სატელეკომუნიკაციო მინისტრების შეხვედრაზე, სავიზო პოლიტიკის საკითხები განიხილეს.

„ამ კონტექსტში გადაწყდა, რომ დაიწყოს სავიზო რეჟიმის პროცედურების გაუქმება აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის” – ნათქვამია განცხადებაში.

Post Middle

 

წყარო