“საჰაერო პარკინგი” – ქუთაისის მომავლის ავტოსადგომი

ქუთაისი საპარკინგო ლოკაციების რაოდენობით საერთაშორისო სტანდარტებს ჯერ–ჯერობით აკმაყოფლებს, თუმცა, მალე შესაძლოა, ქალაქში საჰაერო პარკინგის საჭიროება დადგეს. ოფიციალური მონაცემებით, ავტომობილების რაოდენობა ქალაქში ყოველწლიურად იზრდება.

შპს “პარკინგსერვისში” მიიჩნევენ, რომ საჰაერო ავტოსადგომის საჭიროება არცთუ შორეული პერსპექტივაა.

“ჯერ-ჯერობით, საპარკინგო ადგილების რაოდენობით, რაც ქალაქში არსებული ავტომობილების 10%-ის ერთდროულად დაპარკინგების შესაძლებლობას გულისხმობს, სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, თუმცა, საჰაერო პარკინგის საჭიროება აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათგან გვაქვს სრული მხარდაჭერა”,-ამბობს შპს “პარკინგსერვისის” დირექტორი ირაკლი სარიშვილი.

Post Middle

მისივე თქმით, ქალაქში რამდენიმე ასეთი პარკირების ადგილი მოეწყობა და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, თითოეული მათგანი სამსართულიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირობითად, თუ ერთ სართულზე 75 ავტომობილი დაეტევა, სამსართულიანი პარკირების სისტემის შემთხვევაში სამჯერ მეტი ავტომობილის პარკირება იქნება შესაძლებელი.

საჰაერო პარკინგი არის პაზლის ტიპის ორ და მრავალსართულიანი ლიფტისებური სისტემა. იგი გათვლილია ე.წ. კარუსელურ როტაციაზე, რაც გულისხმობს დასაპარკინგებელი ავტომობილისთვის დაკავებული ადგილის ავტომატურ გამოთავისუფლებას. შედგება მეტალის კონსტრუქციისგან და მონტაჟდება მარტივი ტექნოლოგიით. ასევე მარტივადაა შესაძლებელია მისი დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანა. ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა საჰაერო პარკინგის არის ის, რომ სისტემა არ საჭიროებს მსხვილ კაპიტალდაბანდებას.

ქუთაისში შპს “პარკინგსერვისს” 272 მიწისზედა საპარკინგო ლოკაცია აქვს. 2016 წლის 5 თებერვლიდან ქალაქის მასშტაბით პარკირება ფასიანია.
წყარო