საშინელი ატრაქციონი – იაპონიაში საციგურაო მოედანზე ათასობით თევზი გაყინეს

იაპონიის გართობის პარკმა ხალხის მოსაზიდად წარუმატებელი ექსპერიმენტი ჩაატარა: საციგურაო მოედნის ყინულში ზღვის ათასობით ბინადარი ჩაყინეს. კრიტიკის შემდეგ ატრაქციონი დახურეს.

ზამთრის სეზონს Space World-ის პარკი (იაპონიის კუნძულ კოსიუზე) უცნაურად შეხვდა: ნოემბრის შუა რიცხვებში ყინულის საფარში 5 ათასი თევზი, კიბორჩხალა და კიბორჩხალისებრი ჩაყინეს. ატრაქციონს ”ყინულის ატრაქციონი” უწოდეს. სარეკლამო აქცია შედგებოდა სლოგანისგან: ”მე ვ…ვ…ვიძირები, ვ…ვ…ვიხრჩობი..”.

Zooclub

Post Middle

იდეის აშკარა სისასტიკის მიუხედავად ბევრ დამთვალიერებელს ეს მოეწონა: Space World-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ატრაქციონის გახსნის პირველ დღეებში ატრაქციონი რეკორდული რაოდენნობის ადამინმა მოინახულა. თუმცა მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა უკვე მსოფლიო ყურადღება მიიპყრო და შედეგად თავს დატეხილი კრიტიკის გამო სკანდალური საციგურაო მოედანი დაიხურა.

იდეის ინიციატორებმა ოფიციალურად მოიხადეს ბოდიში, თუმცა დაამატეს, რომ ზღვის ბინადრები მათ ერთნაირად იყიდეს ბაზარში და ისინი უკვე დახოცილები იყვნენ.
ამჟამად საციგურაო მოედანის დემონტაჟი მიმდინარეობს.

წყარო