სადილის დროა – მოშუშული ხორცი კარტოფილის კლიოცკებით

ინგრედიენტები: საქონლის ხორცი 500 გ; ხახვი 1; სტაფილო 1; ტკბილი წიწაკა 1; ნიორი 2 კბ; დაფნა 1 ფოთოლი პამიდორი 1; ტომატ-პასტა 1 ს.კ; მარილი და პილპილი; მწვანილი, კარტოფილი 5-6ც; კვერცხი 1; ფქვილი 3/4 ჭ.
მომზადების წესი:
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევბრაწოთ ტაფაზე. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი და წიწაკა დავჭრათ და დავამატოთ ხორცს. ვშუშოთ დაახლოებით 15 წუთი. დავამატოთ დაფნა, ცოტა წყალი და თავდახურული ვშუშოთ 1.5 საათი, მინიმალურ ცეცხლზე.

ჩავამატოთ დაჭრილი პამიდორი, ნიორი, მარილი, პილპილი, ტომატ- პასტა და მწვანილი. ვშუშოთ კიდევ ცოტა ხანი, სანამ ხორცი მომზადდება.

პარალელურად, კლიოცკებისთვის კარტოფილი მოვხარშოთ და გავაციოთ, დავჭყლიტოთ, დავამატოთ ფქვილი და კვერცხი. მიღებულ ცომს მივცეთ ძეხვის ფორმა და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მოვხარშოთ მდუღარე, მარილიან წყალში  2-3 წუთი  და მოვასხათ გამდნარი კარაქი.

Post Middle