საბა კვირკველია: ჩემ დაუფასებლობას ოჯახის წევრსაც არ ვაპატიებ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველმა საბა კვირკველიამ Sportall.ge-ს რუბრიკა “ინტერნეტკონფერენციის” მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, კვირკველიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

Post Middle

მკითხველი:
– მოგესალმები, საბა. მინდა იცოდე, რომ ძალიან ცოტაა ფეხბურთელი, რომელიც ამა თუ იმ გარემოებით განპირობებულ უთამაშებლობას არ ეგუება და ყოველთვის ცდილობს შეძლებისდაგვარად ფორმის შენარჩუნებას. ეს ყველაფერი შენს პროფესიონალიზმზე მიუთითებს, რომელიც, პირველ რიგში, ისევ შენ წაგადგება. შეკითხვაც სწორედ ამას ეხება: ამდენხნიანი უქმობის შემდეგ შენ მაინც თამამად ჩამოდიხარ ნაკრების შეკრებაზე და თამაშსაც თითქმის უშეცდომოდ

ატარებ. რა განაპირობებს შენს ასეთ შემართებას და რწმენას საკუთარ თავში?
– პირველ რიგში, სიყვარული. ვიცოდი, რომ ნაკრების თამაში ახლოვდებოდა და ვვარჯიშობდი, ზედმეტად წონაში არ ვიმატებდი, ჯანმრთელობას ვუფრთხილდებოდი. არავინ ეგუება უთამაშებლობას, მაგრამ არის დრო, როცა უნდა მოითმინო.

მქონდა ორი ვარიანტი – “კრასნოდარს” და “როსტოვს” ვსურდი იჯარით, მაგრამ ნებისმიერს ვეტყვი, რომ “მე “რუბინმა” არ გამიშვა! შევედი ხელმძღვანელობასთან, “კრასნოდარში” გამიშვით-მეთქი, მაგრამ არ გამიშვეს. იჯარით არც დღეს მიშვებენ არსად – გუნდი, სადაც წავალ, იქნება მყიდველი.

მე რომ მაშინ გავეშვი, ამდენი პრობლემა არ შეიქმნებოდა. არ შევეგუები იმას, რომ ადამიანი არასწორად მექცევა. მათ ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვუთხარი. ჩემ დაუფასებლობას ოჯახის წევრსაც არ ვაპატიებ. როცა ვთხოვე გაშვება, არსად გამიშვეს და სკამზე დამსვეს, საიდანაც ჩემი გუნდის თამაშს მაყურებინებდნენ.

 

წყარო