რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში შემოდის

ტაქსის ონლაინ–გამოძახების ქართულ ბაზარზე წელს უმსხვილესი რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ გეგმავს შემოსვლას. კომპანია საქართველოსთან ერთად ოპერირების დაწყებას ბალტიისპირეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე აპირებს. ამის შესახებ „იანდექს ტაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ტიგრან ხუდავერდიანმა გაზეთ „ვედომისტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გაზაფხულზე კომპანია ავამოქმედეთ მინსკში, ივლისში კი სომხეთში, მუშავდება ყაზახეთში, საქართველოსა და ბალტიისპირეთში – რიგასა და ტალინში შესვლის გეგმები,“ – განაცხადა ხუდავერდიანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე „იანდექს ტაქსი“ არის ლიდერი  მოსკოვში, სანკტ–პეტერბურგსა და ეკატერინბურგში გამოძახებების რაოდენობის მიხედვით, უახლოეს პერიოდში კი აპირებს, ამ მაჩვენებლით ლიდერი გახდეს დსთ–ს ქვეყნებში.

Post Middle

ამასთან, „იანდექს ტაქსის“ გეგმებშია, ტარიფიკაცია მთლიანად კომბინირებულ სისტემაზე გადაიყვანოს, როდესაც მგზავრი იხდის როგორც წუთების, ისე კილომეტრების მიხედვით (მაგალითად, კილომეტრების მიხედვით იხდის მოძრაობისას, საცობში დგომისას კი – წუთების მიხედვით). ამ ეტაპზე ტარიფების ნაწილი მთლიანადაა მიბმული მგზავრობის დროზე. ამასთან, აპრილში კომპანიამ შემოიღო დინამიური ფასწარმოქმნა, რის შედეგადაც პარტნიორებისგან 0–დან 17,7%–იან საკომისიოს იღებს მგზავრობის საბოლოო ღირებულების მიხედვით.

ხუდავერდიანის ინფორმაციით, „იანდექს ტაქსი“ არ გამორიცხავს ტაქსის აგრეგაციის სხვა კომპანიების შეძენასაც, თუმცა ეს ახლო პერსპექტივაში არ მოხდება. „ჯერჯერობით ჩვენ გავდივართ იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობენ ასეთი მოთამაშეები ან ზედმეტად პატარები ან დიდები არიან. თუმცა ისინი იყენებენ ოდნავ განსხვავებულ ბიზნეს–მოდელს, ჩვენ კი პრინციპულად არ ვმუშაობთ პირდაპირ მძღოლებთან და მხოლოდ ავტოპარკებთან ვთანამშრომლობთ,“ – განაცხადა „იანდექს ტაქსის“ ხელმძღვანელმა.

ტაქსის ონლაინ–გამოძახების კომპანია „იანდექს ტაქსი“ ტაქსის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს. სერვისი ავტომატურად განსაზღვრავს დამკვეთის ადგილმდებარეობას და მას ყველაზე ახლოს მყოფ ტაქსის უგზავნის. სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა – „ეკონომ,“ „სტანდარტ“ და „ბიზნეს“ კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები – არამწეველი მძოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა.შ. გამოძახებიდან ადგილზე ტაქსის  მისვლის პერიოდი საშუალოდ 10 წუთია. ბევრ ქვეყანაში „კლასიკური“ ტაქსისტები მობილური სერვისების აკრძალვას ითხოვენ, რადგან ტექნოლოგიური კომპანიები ხელს უწყობენ ლიცენზირებული კომპანიების განვითარებას.

გარკვეულ ქვეყნებში აკრძალვის მიუხედავად, მსოფლიოში ტაქსის ონლაი–დაჯავშნის უმსხვილესი კომპანია Uber–ი მუშაობს პლანეტის 500 მეგაპოლისში, რეგიონულ ბაზრებზე კი მას ადგილობრივი კონკურენტები ყავს. მათ შორისაა რუსეთში მოქმედი „იანდექს ტაქსი.“კომპანიაში მუშაობს მანქანისა და მძღოლის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი. მაგალითად, სერვისი „იანდექს ტაქსომეტრი,“ რომელიც პერიოდულად ითხოვს ტაქსის მძღოლისგან, ფოტო გადაუღოს სალონს, საბარგულს, შეიკრას უსაფრთხოების ღვედი და ა.შ.

ამით კომპანია მინიმალურ ფასად ახდენს ავტომობილისა და მძღოლის შეფასებას და კონტროლს.საინტერესოა, რომ “იანდექს ტაქსს“ აქვს ქალაქის ცოდნის შემოწმების ტესტიც, რომელიც მძღოლისგან ქალაქის ზოგად ცოდნას მოითხოვს, თუმცა მთავარი აქცენტი კეთდება მძღოლის უნარზე, სწორად გამოიყენოს ნავიგატორი, არ გამოტოვოს მოსახვევები, გვერდი აუაროს საცობებს და ა.შ. ტაქსის ონლაინ–გამოძახების რამენიმე სერვისი საქართველოშიც მოქმედებს. მათ შორის უკრაინული Uklon, რომელიც ცნობილი სერვისის Uber–ის უკრაინული ანალოგია. ტაქსი ნეტი, აგორა ტაქსი, Taxify და სხვა.

http://commersant.ge