“რუსთავი 2″–ის პროექტი ხალხს რამდენიმე წელია გონებას უწამლავს”

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის” სახელით დარეგისტრირებული გვერდი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებსა” და პროექტს “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ერთმანეთს ადარებს.
გვერდის მიერ გავრცელებული ფოტოს დასატაურებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრი მაუწყებელის პროეტს, რომელიც საზოგადოებისთვის კულტურული საზრდოა და დაფინანსება უმცირდება.

ამის ფონზე “საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის” გვერდის ადმინისტრატორი ტელეკომპანია “რუსთავი 2” ზე გასული პოპულარული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” მაღალ ბიუჯეტს აპროტეტსტებს.

“მარცხენა სურათზე თქვენ ხედავთ “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ერთ–ერთ პერსონაჟს, მარჯვნივ კი, “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟს.

Post Middle

“გაგრძელე საქართველოს ისტორიის” პროექტს, რომელიც ემსახურება ქართველი ერისათვის, საკუთარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას პირველი არხი ბიუჯეტს უმცირებს, შესაძლოა ვეღარც კი ვიხილოთ ქართულ ტელესივრცეში, მაშინ, როდესაც “რუსთავი 2″–ის პროექტი ქართველ ხალხს რამდენიმე წელია გონებას უწამლავს.(რომლის ბიუჯეტი ალბათ, 10–ჯერ აღემატება “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ბიუჯეტს).

საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის გვერდს არანარი კავშირი არ აქვს პროექტ “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ჯგუფთან!” – წერს გვერდი.

წყარო: Digest.ge