როგორ უნდა მოიქცეთ თუ სპერმა თვალში მოგხვდათ

1. თუ თვალში შემთხვევით სპერმა მოგხვდა, პირველ რიგში თვალი თბილი წყლით გამოივლე.შემდეგ კი კომპრესიც კი შეგიძლია დაიდო. ეს ყველა გამაღიზიანებელ ფაქტორს მოგაშორებს. რა თქმა უნდა წყალი სუფთა უნდა იყოს, რადგანაც ეფექტი შესაძლოა უარყოფითი გამოდგეს.  თუ არ ხარ დარწმუნებული ონკანის წყლის სისუფთავეში, დასალევი წყალი შეგიძლია გაათბო.

2. თუ არ ხარ დარწმუნებული პარტნიორის ჯანმრთელობაში 100%-ით მაშინ აჯობებს ინფექციურ დაავადებებზე ანალიზები ჩააბარო. ექიმ გინზბურგის თქმით, ასეთი გზით შესაძლოა შიდცით, სიფილისით, ჰეპატიტის B და C ფორმებით დაავადდეთ.

3. განმეორებით ანალიზებზე სამი თვის შემდეგ ჩაეწერე, რათა დარწმუნდე, რომ ჯანმრთელი ხარ.  როდესაც შემთხვევა ახალი მომხდარია, ანალიზების პასუხები ზოგჯერ სწორი არ არის. თუ სექსის შემდეგ, მეორე დღეს ანალიზის პასუხი უარყოფითია, რჩება რისკი, იმისა, რომ ეს არასწორი შედეგია. ამიტომ სამი თვის მერე აუცილებელია გადამოწმება, რათა ბოლომდე იყო დარწმუნებულები, რომ არაფერი გჭირს.

Post Middle

 

წყარო: Mediamall.ge

მოამზადა ელენე გურიელმა