როგორი მაკიაჟით უნდა შევხვდეთ მამლის წელს-რჩევები ქალბატონებს

2017 წლის მმართველი, როგორც იცით, ცეცხლოვანი მამალია. ამიტომ მაკიაჟის ტენდენციებიც სამოსის კვალდაკვალ ერთი უმთავრესი შტრიხით იქნება გამორჩეული – ესაა სიმკვეთრე და მრავალფეროვნება.

მამლის წლის შესახვედრად სასურველია აირჩიოთ მბზინავი თვალის ჩრდილები, ფორთოხლისფერი, ჟოლოსფერი ან წითელი ფრჩხილის ლაქი, პომადაც ანალოგიური ფერის ან უფრო ორიგინალური – მოლურჯო-მოიასამნისფრო გამა, იმიტომ რომ, მამლის პალიტრა ზუსტად ამ ფერების სიმრავლით გამოირჩევა.

ექსპერიმენტები შეგიძლიათ ვარცხნილობის კუთხითაც ატაროთ. ტონირებული და ფერადი თმა წლევანდელი ახალი წლის მთავარი აქსესუარი იქნება. მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ სახე – შუბლის მიდამოები ხელოვნური ტატუს მეშვეობითაც გაილამაზოთ. რომელსაც სასურველია, ასევე მბზინავი ფაქტურა ჰქონდეს.

Post Middle

 

წყარო