რა პერიოდი იქნება განსაკუთრებულად რთული 2017-ში-ასტროლოგის პროგნოიზ

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 2017 წლის დასაწყისი განსაკუთრებით რთული იქნება, ყველაზე რთული პერიოდი კი 26 თებერვლიდან 11 მარტამდე გაგრძელდება.

მისი თქმით, ამ პერიოდში “პლანეტების ნამდვილი ომია ცის კაბადონზე”, რაც მზის დაბნელებას უკავშირდება.
“ამ პერიოდისთვის არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მათ შორის, ბიზნესმენებს ვთხოვ ამას, რომ შემდეგ რაიმე სერიოზული საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ. ცოტა მეტი სირთულეები ივლისშიც გვექნება. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისშიც, დანარჩენი პერიოდი, მეტ-ნაკლებად სტაბილურია. წლის მეორე ნახევარი კი – უკეთესი”, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა “პირველ პრესკლუბში”,
მისი თქმით, წლის დასაწყისში მოიმატებს ეპიდემიების საშიშროებაც, რაც შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის ფატალურიც აღმოჩნდეს. ასტროლოგი არ გამორიცხავს ქვეყნებს შორის არეულობებსაც, მომატებულ სუიციდის შემთხვევებს, მკვლელობებს.

 

 

Post Middle

pia.ge