რა აკავშირებთ “ხელოვნური სუნთქვის” ელენეს და ირაკლის რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთთან (ფოტოკოლაჟი)

ჟურნალისტი ელენე და ექიმი ირაკლი სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. მათ სასიყვარულო ისტორიაში მომხდარმა დრამამ მაყურებელზე ძლიერად იმოქმედა. ქორწილის დღეს მომხდარმა ავარიამ ირაკლი ექიმი ეტლს მიაჯაჭვა, მიუხედავად ამისა ელენემ გადაწყვიტა მის გვერდით დარჩენილიყო.

როგორც აღმოჩნდა ელენეს და ირაკლის როლის შემსრულებელი მსახიობები იაკო ჭილაია და გაგა შიშინაშვილი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან.

ცოლ-ქმარი სამეფო უბნის თეატრის მსახიობები არიან და ზოგიერთ სპექტაკლში ერთადაც მონაწილეობენ.

Post Middle

 

,,ნიუპოსტი”