რატომ დაბლოკა „ფეისბუქმა“ ნეპტუნის ფოტო

სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ქალაქ ბოლონიას სიმბოლო – ნეპტუნის ქანდაკება სიშიშვლის გამო დაბლოკა.

ნეპტუნის ბრინჯაოს ძეგლი რომის პაპ პია IV-ის შეკვეთით, 1 560 წელს მოქანდაკე ჯამბოლონიამ შექმნა.

ძეგლი ბოლონიის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანს ამშვენებს.

Post Middle

ნეპტუნის ფოტო „ფეისბუქზე“ ხელოვნებათმცოდნე ელიზა ბარბარიმ გამოაქვეყნა, თუმცა სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ფოტოზე გამოსახულ ძეგლს სექსუალური კონტექსტი აღმოუჩინა და დაბლოკა.

ელიზა ბარბარიმ „ფეისბუქის“ აღნიშნული ქმედება გააპროტესტა და საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციამ ფოტოს დაბლოკვის გამო, ბოდიში მოიხადა. ამის შემდეგ, ხელოვნებამცოდნემ ნეპტუნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „ნეპტუნს ცენზურა არ უნდა შეეხოს“.

წყარო