რას ვერ აპატიებს სოფო ბედია ქმარს

„ბევრს ჰგონია, რომ მიშა ეჭვიანია, რადგან სულ ჩემს გვერდითაა. ეს ყურადღებიანობაა და ამას ეჭვიანობად უთვლიან. არც ის დადის ჩემ გარეშე სადმე და მეც მინდა სულ იქ იყოს, სადაც მე ვარ. ასე რომ, ეჭვიანი არც მიშაა და არც – მე. უბრალოდ ერთმანეთის გარეშე არ გვსიამოვნებს ყოფნა.

– რომ გაიგო, შენი ქმარი სხვა ქალს ეფლირტავება, რა რეაქცია გექნება?

– იქვე დასრულდება ჩვენი თანაცხოვრება. ღალატს არ ვაპატიებ. ერთხელ თუ დახუჭე თვალი და კაცს ღალატი „გაუტარე“, ის ამას აუცილებლად გაიმეორებს. ღალატი ჩემთვის უპატიებელია. ზოგადად სიყვარულში ძალიან მომთხოვნი ვარ, მესაკუთრე, ამას მოვითხოვ ქმრისგანაც და ფლირტს სხვა ქალთან ვერ ავიტან. თუმცა, ლამაზ ქალს რომ დავინახავ, ხანდახან მე ვაყოლებ თვალს. ეს არ ითვლება ღალატად და ფლირტად. არც ასეთი ქაჯი ვარ, ეს ავუკრძალო ქმარს. მიშას ტელეფონი გახსნილიც კი არ მაქვს, ვენდობი. თუმცა, თავად სულ ჩემს ტელეფონს ამოწმებს. იმიტომ კი არა, რომ არ მენდობა, უბრალოდ ასეთია.“ – ამბობს „თბილისელებთან“ ინტერვიუში სოფო ბედია.

Post Middle

 

წყარო