რას ამბობს ზურა ხაჩიძე მეუღლის ორსულობასა და ნინი ქარსელაძის გათხოვებაზე

ჯგუფი “ქუჩის ქიჭები” ახალი წლის მთავარ კონცერტზე ისევ არ დაპატიჟეს. მის წევრს, ზურა ხაჩიძეს, ამაზე პასუხი არ აქვს და უკვე აღარც უკვირს. სამაგიეროდ მისი სოლო კარიერა წინ მიდის და ჯგუფიც ბევრ შეთავაზებას იღებს.

25 დეკემბერს ზურა 38 წლის გახდა. მომღერალმა კარიერასა და პირად ცხოვრებაში განვლილი ეტაპები წინასაახალწლოდ “სარკესთან” შეაჯამა.

– 2016 წელი თქვენთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ თქვენი და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი 15 წლის გახდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზი თარიღია.
– მგონი, შოუბიზნესში ერთადერთი კაცი ვარ, რომელმაც ქორწინების ხანგრძლივობის რეკორდს გადავაჭარბე. ეს, პირველრიგში, ხათუნას დამსახურებაა. ქალს ბევრი რამ შეუძლია, თუ ის მოწოდების სიმაღლეზე დგას, ოჯახი ბედნიერი და ფეხზე დამდგარი იქნება. რასაკვირველია, ამ ყველაფერში კაციც მონაწილეობს, მაგრამ მაინც ქალზე გადადის ყველაფერი. საქართველოს მართლაც ძლიერი ქალები ჰყავს. თქვენ შეგიძლიათ ის, რაც არ შეუძლია მსოფლიოში არც ერთ ქალს.

Post Middle

 

ვრცლად