რამ გამოიწვია ჯორჯ მაიკლის გარდაცვალება – მედიაში პირველი ვერსია ვრცელდება

პოპ-ვარსკვლავ ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზის შესახებ პირველი ვერსია ვრცელდება.

ბრიტანულ მედიასთან კომენტარში მისმა მენეჯერმა განაცხადა, რომ 53 წლის მომღერალი სავარაუდოდ, გულის პრობლემებით გარდაიცვალა.

პოლიცია გარდაცვალებას მოულოდნელ ფაქტს უწოდებს, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოებას გამორიცხავს.

Post Middle

მომღერალი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. ამ ეტაპზე, ოჯახი პრესას სთხოვს, რომ მათთვის უმძიმეს და ემოციურ პერიოდს გაგებით მოეკიდონ.

ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალებას სხვა ვარსკვლავები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და მწუხარება გამოხატეს.

 

წყარო