რამდენად ძლიერი ხასიათი გაქვთ? (ტესტი)

ამის გარკვევაში ქვემოთ მოცემული ტესტიც დაგეხმარებათ. კარგად დაფიქრდით და პასუხების ვარიანტებიდან მხოლოდ თქვეთვის მისაღები შეარჩიეთ.

1) ა. მეგობრულ საუბარში, ან რაიმე კამათის დროს საკუთარ აზრს მოკლედ და გასაგებად გამოვხატავ;
ბ. ვიბნევი და აზრის გამოხატვაც მიჭირს.

2) ა. იმ ადამიანს ვგავარ, ვინც უარს ყოველთვის ურიგდება;
ბ. მანამდე ვიბრძვი, სანამ ჩემსას არ მივაღწევ.

Post Middle

3) ა. თუ რომელიმე კუნთმაგარი და აგრესიულად განწყობილი მამაკაცი ურიგოდ გაძვრება და, თანაც ჩემს წინაც აღმოჩნდება, მე ამის გამო მხოლოდ უკმაყოფილოდ წავიჩურჩულებ;
ბ. მკაცრად მოვითხოვ, რომ რიგი დაიცვას.

4) ა. ადამიანებს ვაძლევ უფლებას, რომ გადაწყვეტილებები ჩემს მაგივრად მიიღონ;
ბ. გადაწყვეტილებას თავად ვიღებ.

5) ა. მეჩვენება, რომ მხოლოდ ერთეულებისგან თუ შეიძლება რაიმეს სწავლა;
ბ. მჯერა, რომ პატარა ბავშვისგანაც შეიძლება რაიმეს სწავლა.

6) მრავალი წლის ბრძოლის შედეგად მიღწეულის ერთ წამში დანგრევის შემთხვევაშიც კი ყველაფრის ახლიდან დაწყება შემიძლია;
ბ. ვიფიქრებ, რომ წარმატებაზე აღარც კი უნდა ვიოცნებო.

7) ა. თუ უზარმაზარ მემკვიდრეობას მივიღებ, სამსახურს მაშინვე თავს დავანებებ;
ბ. მემკვიდრეობის მიღებულ თანხას საწყის კაპიტალად ჩავთვლი და სამომავლო გეგმებს ისე დავაწყობ.

შედეგები

თქვენს მიერ შერჩეულ 1 –ა; 2 – ბ: 3 _ ბ; 4 _ ბ; 5 _ ა; 6 _ ა; და 7 _ ბ პასუხებში ხუთ-ხუთი ქულა დაიწერეთ და შედეგი ისე შეაჯამეთ.

30-35 ქულა: ძლიერი ხასიათი გაქვთ და ცხოვრებაშიც ბევრს მიაღწევთ.

15-25 ქულა: თქვნში ძალა და შეუპოვრობა ნამდვილად იგრძნობა და არც ხასიათის სიმტკიცე გაკლიათ.

5-10 ქულა: დროა, საკუთარ თავს სერიოზულად მიხედოთ. წინაააღმდეგ შემთხვევაში, სრული მარცხი არ აგცდებათ.