პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საცხოვრებლად ლონდონში გადადიან

2017 წელს პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს დიდი გეგმები აქვთ. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ამნერ ჰოლის რეზიდენციას დატოვებენ და კენსინგტონის სასახლეში გადაინაცვლებენ.

როგორც გამოცემა “ტელეგრაფი” წერს, ელისაბედ მეორე თავის საქმიანობას თანდათან შვილიშვილს აბარებს. 90 წლის დედოფალი ბოლო პერიოდში თავს ცუდად სულ უფრო ხშირად გრძნობს.

„უილიამი ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების პილოტად მუშაობს, თუმცა დროთა განმავლობაში მას მოუწევს სამეფო ვალდებულებები საკუთარ თავზე აიღოს“, – აცხადებს ინსაიდერი.

Post Middle

შეგახსენებთ, რომ ამნერ ჰოლი ელისაბედ მეორემ პრინცსა და მის მეუღლეს პრინც ჯორჯის დაბადების აღსანიშნავად აჩუქა. ნორფოლკში ცხოვრება სამეფო ოჯახს ძალიან მოსწონდა, აქ ჯორჯი იმავე საბავშვო ბაღში დადიოდა, სადაც თავისი ბავშვობა მისმა მამამ და ბიძამ გაატარეს. ლონდონში გადასახლების შემდეგ კი, პრინცი უეზერბის სკოლაში ივლის.

 

წყარო