პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს.
ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი იუწყება.

ამ დროისთვის სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.

Post Middle

“პირველს” შსს-ში აცნობეს, რომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

წყარო: Pia.ge