ოზურგეთის 5 სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება

უამინდობისა და უხვი ნალექის გამო, ოზურგეთის სოფლებს ელექტროენერგიაზე პრობლემა შეექმნათ.

ამ დროისთვის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, 5 სოფელი კი მთლიანად გამორთულია.

ნატანები, თხინვალ, ჭანიეთი, შრომა და მთისპირის ნაწილი ელექტროსადენების დაზიანების გამო უშუქოდ დარჩა.

Post Middle

როგორც „ნიუპოსტთან“ ენერგო პრო ჯორჯიას ადგილობრივი სერვისცენტრის მენეჯერი გია ნაკაიძე ამბობს, დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაზე მუშაობა დილიდან მიმდინარეობს და სავარაუდოდ საღამოს საათებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.

“5 სოფელი არის ამ დროისთვის გამორთული. ქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემები არ გვაქვს, ჯგუფები მუშაობენ და თუ ახალი დაზიანებები არ მოხდა, საღამოსთვის აბონენტებს შუქის მიწოდება აღუდგებათ”- ამბობს ნაკაიძე.

 

ავტორი: თეა იოსელიანი, გურია