ოზურგეთის სოფლის მოსახლეობას მგლები შემოესია – დალეჯილია ათამდე საქონელი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მოსახლეობას მგლები შემოესია

როგორც, „გურიის მოამბეს“ ადგილობრივებმა დღეს აცნობეს, სოფელში მგლებმა ათამდე საქონელი დაგლიჯეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატურად ჩნდებიან.

Post Middle

მოსახლეობის თქმით, ნადირთა თავდასხმები უშუალოდ დასახლებულ პუნქტში ხდება.

კონჭკათელები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ თუმცა, უშედეგოდ-ამ დრომდე მთავრობას ამ მიმართულებით არანაირი ზომები არ მიუღია.

 

წყარო