“ობამას ასეთი სახის აქტიურობა არ არის მიღებული, ის ე.წ კოჭლ იხვად ითვლება”

“შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, რომელიც მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი, ასეთი ტიპის საჯარო პოლიტიკური აქტიურობა არ არის მიღებული, იმიტომ რომ ის ითვლება ე.წ კოჭლ იხვად პოლიტიკური ტერმინოლოგიით, რომელსაც მოქმედებების დიაპაზონი შეზღუდული აქვს”, – ამის ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “აიპრესთან” ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას 35 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების ფაქტს და აცხადებს, რომ  უცნობია 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია მოხდება როგორი იქნება რუსეთის მიმართ პოლიტიკა.

“დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს ეჭვი, რომ ტრამპი მემკვიდრეობას საკმაოდ სერიოზულად შეატრიალებს სხვა მიმართულებით, როგორც ჩანს იქ არის მცდელობა, რომ მაქსიმალურად გაამყარონ ის რაც კეთდებოდა. ამის საფუძველიც აქვთ რაღაც ალბათ და მოქმედებენ. ისე უპრცენდენტო შემთხვეაა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომელიც ფორმალურად არის პრეზიდენტი, ასეთი ტიპის საჯარო პოლიტიკური აქტიურობა არ არის მიღებული, იმიტომ რომ ის ითვლება ე.წ კოჭლ იხვად პოლიტიკური ტერმინოლოგიით, რომელსაც მოქმედებების დიაპაზონი შეზღუდული აქვს. ჩვენ ვნახეთ რუსეთის პასუხი, მოსალოდნელი იყო, რომ სიმეტრიული პასუხი იქნებოდა და რუსეთიც გააძევებდა დიპლომატებს. რაც კიდევ უფრო გააძნელებდა პოლიტიკური კურსის შემობრუნებას ტრამპისთვის. რუსეთი მოიქცა სხვანაირად. ამას დაარქვა პროვოკაცია და უარი თქვა რაღაცა ტიპის კონტრაქციზების მიღებაზე. ასე პრიცნიპში დიმპლომატიურ პოლემიკაში კარგ მდგომარეობაში არ აყენებს ობამას.
20 იანვარს უკვე მოხდება ტრამპის ინაუგურაცია, როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა ჩვენ არ ვიცით. სხვადასხვა ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე და ამის საფუძველიც აქვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი რამე რასაც ამ ბოლო პერიოდში აკეთებს ობამა ტრამპი მოსვლის თანავე გააუქმებს. შესაბამისად არ ვიცით ჩვენ როგორ განვითარდება მოვლენები. ძნელია რაიმეს პროგნოზირება, სიტუაცია არის დაპაუზებული მიუხედავად ობამას ჰიპერაქტიურობისა”, – განაცხადა გია ხუხუაშვილმა.

 

Post Middle

წყარო