ნიკა ქავთარაძე: მადლობა ყველას, ვინც დათესა მარიხუანა, ვინც მხარს გვიჭერს, ეს ბრძოლა მოგებულია

„გირჩის“ წარმომადგენელი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:

„უამრავი აზრი მიტრიალებს თავში, ძალიან ბევრი რამის დაწერა და თქმა მინდა- ბრაზიანის, სევდიანის, სასაცილოსი. მაგრამ ერთს ვიტყვი და მოვრჩები:

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვის ადამიანის თავისუფლებისთვის ამ ქვეყნაში, ყველას, ვინც დათესა მარიხუანა, ვინც მხარს გვიჭერს, გვამხნევებს და რაც მთავარია ქართულ ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ჩართვის ჯგუფების წევრებს, რომლებიც მთელი დღე მუშაობდნენ ჩვენს გვერდით და რაც ხდებოდა ”გირჩის” ოფისში ტელემაყურებლებს აჩვენებდნენ.

Post Middle

ეს ბრძოლა მოგებულია და ეს ჩვენს დროს ხდება. ყველანი ძალიან მიყვარხართ, გაუმარჯოს თავისუფლებას!“,- წერს ქავთარაძე.

ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ ოფისიდან სამართალდამცველებმა 84 ძირი კანაფის ქოთანი წაიღეს.

ექსპერტ-კრიმინალისტები „გირჩის“ ოფისში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

 

წყარო